საზოგადოება
05/08/2022

წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება

წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. 
 
საავტომობილო გზების დეპარტმანეტის ინფორმაციით, სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს. 
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაღვერის თემში მდებარეობს.
 
 პროექტით გათვალისწინებულია საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტების, არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა.
 
უწყების ინფორმაციით, განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე კომფორტულ მგზავრობას, გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები.
 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ. ლარით ფინანსდება.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023