საზოგადოება
04/07/2022

ცაგერის მერი: რეგიონი კერძო ინვესტიციებისთვის მიმზიდველია

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ რეგიონი კერძო ინვესტიციებისთვის მიმზიდველია. 

მათ შორის, ადგილზე საკმაოდ გააქტიურებულია სასტუმროების მშენებლობა,მათ შორის,

„ეს არის ის საფუძველი, რომლითაც შემდეგ შესაძლებელია კერძო ინვესტორის მოზიდვა. ტურისტულად ცაგერი ძალიან საინტერესოა, თუმცა, დღემდე ჩვენი კუთხე განებივრებული არ იყო არც კვების და არც გასართობი ობიექტების არსებობით. ამიტომ, მაქსიმალურად ვართ ჩართ წელს გაიხსნება როგორც საოჯახო სასტუმროები, ისე 3 ვარსკვლავიანი სასტუმროც.ული იმაში, რომ ხელი შევუწყოთ სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მიმართულებით ფულადი რესურსის ჩადებას.

ბუნებრივი რესურსი ძალიან კარგი გვაქვს, უბრალოდ, ამის სწორად გამოყენებაა საჭირო. ვფიქრობთ, რომ მცირე საწარმოები და ამ კუთხით ინვესტირება კარგია,თუმცა, ცაგერის პრიორიტეტი  მაინც ტურიზმია. შესაბამისი ხელშეწყობაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებობს.

ამჟამად ცაგერში ორი ისეთი რესტორანია, რომელიც არ არის იმ დონის, რომ ტურისტმა კარგად მოილხინოს, დაისვენოს. ამიტომაც, ეს მიმართულება რეგიონში აუცილებლად განვითარდება,“-აცხადებს ნემსაძე.

მისი ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტი აქცენტს  გზების და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზეც აკეთებს, აქტუალურია მოსახლეობის გაზიფიცირების საკითხიც.

„გვინდა, რომ მიმდინარე წელს ბუნებრივი აირის მიწოდების პროექტი შედგეს,ამის შემდეგ კი მოხდეს მოსახლეობის გაზიფიცირება. წყალმომარაგება და გზების მონტაჟი უკვე დაწყებულია საკმაოდ ბევრ სოფელში,“-აცხადებს ნემსაძე.

 

 

Businesspartner