საზოგადოება
23/03/2021

ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით 10 კმ-იანი გზის მოწესრიგება 2022 წელს დასრულდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის პატარა ტბის მიმართულებით გზის მოწესრიგების სამუშაოები 2020 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.

როგორც “ბიზნესპარტნიორს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტს საქართველოს მთავრობა 5.9 მილიონი ლარით აფინანსებს. სამუშაოებს კომპანია “გ და კ“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება არსებული ამორტიზირებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი, 6.5 მ. პროექტის მიხედვით იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა. მოეწყობა საპარკინგე ადგილები და გადასახედები.

სამუშაოების 80% შესრულებულია გზის მთლიან მონაკვეთზე.

“გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად“- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

სამუშაოების დასრულდება 2022 წლის 7 აგვისტოს იგეგმება.

Businesspartner