საზოგადოება
29/04/2021

თენგიზ ცერცვაძე: Novavax-ი საუკეთესო ვაქცინა იქნება, ოღონდ აგვისტომდე დაცდა არ დაიწყოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში 1 მილიონი დოზა “ფაიზერის“ და 1 მილიონი დოზა “ნოვოვაქსის“ კოვიდვაქცინების შემოტანაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია.

მისი შეფასებით, “ნოვოვაქსი“ გრიპის ვაქცინის ანალოგია, რომელიც გვერდითი მოვლენებისგან თავისუფალია. თუმცა, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ ამ ვაქცინას არ დაელოდონ, რადგან ის ქვეყანაში ივლის-აგვისტოში შემოვა. ვაქცინაციის ტემპი კი, პირიქით, უნდა დაჩქარდეს, რადგან ეპიდემია დასრულდეს.

“ჩემი, როგორც 1 ექიმის თვალსაზრისით, “ნოვოვაქსი“ მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა იქნება. ოღონდ არ დაიწყოთ ახლა დაცდა, რადგან ის იქნება ივლის-აგვისტოში. ეპიდემია წელში უნდა გადავტეხოთ და წლის ბოლომდე მთელი მოსახლეობა ავცრათ. “ნოვოვაქსი“ მოგვისწრებს. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთს, ვინც “ასტრაზენეკათია“ აცრილი, 6 თვე გავა და ხელმეორედ მოუწევს აცრა.

“ნოვოვაქსი“ შუალედური ტექნოლოგიით არის დამზადებული, ეს არის ძველ ტრადიციულსა და ახალს შორის. გასუფთავებული ცილებია, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია გვერდითი მოვლენებისგან. ის არ არის დნმ“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო დროს ტემპმა მოიმატა, თუმცა საკმარისი არ არის და ის უნდა გასამმაგდეს. დღეში 5000-დან 6000-მდე ადამიანი უნდა იცრებოდეს, რომ ქვეყანამ ისრაელის მსგავსად დაიწყოს შეზღუდვების მოხსნა, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე აცრა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023