საზოგადოება
29/04/2021

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობის 30%-ის აცრის შემდეგ, შეზღუდვები ალბათ მოიხსნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში მოსახლეობის 30%-ის აცრის და პირბადის გამოყენების მაჩვენებლის 90%-95%-მდე ასვლის შემთხვევაში ყველანაირი შეზღუდვის მოხსნაზე იქნება საუბარი.

“ვაქცინაციის მასობრიობით ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ, ისევე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც. ახლა მოსახლეობის 2% გვყავს აცრილი, რაც შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როდესაც 30%-ზე მაინც ავალთ და პირბადეების გამოყენება 90%-95% იქნება, ყველანაირი შეზღუდვა ალბათ მოიხსნება. ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება.

ისრაელზე რომ წერენ ასეთი უნდა იყოს ქვეყანა და მთავრობა, მთავრობა კი არა, ხალხი უნდა იყოს ასეთი, შეგნება უნდა ასეთი“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023