საზოგადოება
03/11/2021

"თელავის ღვინის მარანის" თეთრი ღვინო IWSC-ის ნომინანტია

პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, The International Wine & Spirit Competition-ის მიერ ლონდონში ორგანიზებულ 2021 წლის ღვინის მწარმოებელთა კონკურსზე, "თელავის ღვინის მარანი" თეთრი ღვინის საუკეთესო მწარმოებლის ნომინაციაზეა წარდგენილი,–წერს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

IWSC–მა 2021 წლის ღვინის მწარმოებლების მოკლე სია გამოაქვეყნა სადაც, საუკეთესო თეთრი ღვინის კატეგორიაში “თელავის ღვინის მარანი“ დასახელდა.

ყოველი კატეგორიის გამარჯვებულები წარდგენილი იქნება წლის საუკეთესო ღვინის მწარმოებლის თასზე, რომლის შედეგებიც 5 ნოემბერს გამოცხადდება.  

ინფორმაციისთვის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC) ყოველწლიურად აღიარებს მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებს. კატეგორიაში „White Wine Producer” ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 4 კომპანიაა დასახელებული, მათი შერჩევა კი 2021 წლის IWSC ღვინის კონკურსზე მიღებული ექსპერტების შეფასებებისა და დამსახურებელი ჯილდოების გათვალისწინებით მოხდა

IWSC–ის ჯილდო გაიცემა 5 კატეგორიაში: თეთრი ღვინო, წითელი ღვინო, ტკბილი ღვინო, ცქრიალა ღვინო და გამაგრებული ღვინო.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022