საზოგადოება
07/07/2020
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად გიორგი გეჯაძე დაინიშნა
გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა.
ნათია თურნავას განცხადებით, სააგენტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ ხელმძღვანელთან ერთად წარმატებით იქნება დაძლეული სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები.
გიორგი გეჯაძე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.