თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ შეჯიბრებებს მაყურებლები 1-ელი აპრილიდან დაესწრებიან
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები 1-ელი მარტიდან განაახლებენ საქმიანობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებს და ვარჯიშ 15 მარტიდან განაახლებენ. თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელები დასწრებას 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნა იწყება. ხვალიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, ხვალიდანვე განაახლებენ სტუმრების მირებას ზამთრის კურორტებზე სასტუმროები, თუმცა საბაგიეროები 8 მარტიდან გაიხსნება. ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში, ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე კი 8 მარტიდან. ასევე უმაღლესი სასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.