
თეა წულუკიანი: ამ მთავრობის წევრი ვარ და ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერი აცხადებს
"ამ მთავრობის წევრი ვარ და ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერი აცხადებს"– ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი პრემიერის დღევანდელი განცხადებას, რომ ოპოზიციას ომი უხარია და სანქციები არ არის ეფექტური.
"როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის მასშტაბის ომის, რაც გაიშალა ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა შეეძლოს იმ სანქციებს, რომელიც ამუშავდა. საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მესმის მტკივნეულია იმის მოსმენა, რომ ჩვენი ქვეყნა არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა, ოპუპირებული ქვეყანა. გამოვლილი გვაქვს, ის რასაც ახლა უკრაინელი ხალხი გადის. ამიტომაც ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები, გავაგრძელოთ ბოლომდე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, ისეთი ადამიანებისთბის, რომლებსაც იარაღი უჭირავს და იცავს ქვეყანას, მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარება და ხელშეწყობა.
ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა, თოთოეული მოქალაქის დაცულობა. რა თქმა უნდა, ყველა იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამის უკან მთელი მთავრობა ვართ ერთულოვანი."– ამბობს, წულუკიანი.