საზოგადოება
28/07/2021
თეა წულუკიანი: ალპინისტურ ბანაკებს ვაბრუნებთ
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, მთამსვლელთა ფედერაციასთან ერთად ალპინისტური ბანაკების დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების 10 წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაბრუნდება ბანაკი ჯუთაში, შემდეგ “აილამა“.
“ვაბრუნებთ ალპინისტურ ბანაკებს, იქ სადაც იყო და აღარ არსებობს. პირველი იქნება ჯუთა, შემდეგ აილამა და სხვა ის ბანაკები, სადაც ჩვენი ახალგაზრდები ივლიან და მთას შეიყვარებენ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.