საზოგადოება
10/03/2021
თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა 1000-მდე მცირდება
თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა 1700-დან 1000-მდე შემცირდება. ძველ მიკროავტობუსებს კი, ახალი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გარდა ამისა, მისი თქმით, თბილისში დამატებით 180 ერთეული 8 მეტრიანი და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი შემოვა.
„წლების წინ დაახლოებით 1500 – 1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქის მასშტაბით. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს. ყველა იქნება განახლებული, მოწესრიგებული. დანარჩენ მარშუტებს დააკმაყოფილებს ავტობუსები, ძირითადად 8 მეტრიანი“,- აღნიშნა კახა კალაძემ.