საზოგადოება
06/03/2021

თბილისში მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვა იგეგმება

თბილისში მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვა იგეგმება. აღნიშნულს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა ითვალისწინებს.

ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

„უახლოეს პერიოდში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. მაგალითად, როგორც ევროპაშია შესაძლებელი დღის, თვის და ა.შ. კარტის შეძენა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ტარიფია. აბონემენტის ლოგიკა კი ეს არის - რაც უფრო ხანგრძლივი მოქმედების აბონემენტს შეიძენ, მით უფრო ნაკლები დაგიჯდება“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

 

Businesspartner