საზოგადოება
13/04/2022

თბილისში ელექტრომობილების დამტენი კიდევ 23 ლოკაციაზე განთავსდება

თბილისში ელექტრომობილების დამტენი კიდევ 23 ლოკაციაზე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში 45 ელექტროდამტენი დამონტაჟდა სხვადასხვა ლოკაციაზე. 

"ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა წავახალისოთ. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ, ბიზნესის ჩართულობით, ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო. 45-ივე ლოკაციაზე ელექტროდამტენები მუშაობს გამართულად. რაც მთავარია გადასახადი არის - 0", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

Businesspartner