თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლების შემდეგ, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს მგზავრობის ინტეგრირებული ტარიფი.
"ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი, ლურჯი ფერის მიკროავტობუსები. წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პრობლემა იქნება მოხსნილი. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს ქალაქში. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა,იცით, რომ მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საათ-ნახევრის განმავლობაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, იასარგებლონ ავტობუსით, მიკროავტობუსით ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს დღევანდელი მოცემულობიდან ყვითელ ე.წ. მარშრუტკებზე არ ვრცელდება, თუმცა მომავალი წლიდან მთლიანად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იქნება შესაძლებლობა, გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფები“,"-აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება და ყვითელი მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით.