საზოგადოება
10/03/2021

თბილისის მიკროავტობუსების კომპანიას კიდევ 400 მიკროავტობუსის შესყიდვის ვალდებულება ექნება

თბილისის მიკროავტობუსების კომპანიას წლის ბოლომდე კიდევ 400 მიკროავტობუსის შესყიდვის ვალდებულება ექნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მერიის მიერ შესყიდულ 300 ერთეულ ლურჯ მიკროავტობუსს, კახა კალაძის თქმით, კომპანიას ივნისში უნდა გამოისყიდოს.

თბილისის მერის ინფორმაციით, საბოლოო ჯამში დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იქნება.

„თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან თითქმის დასრულებული გვაქვს მოლაპარაკებები, კომპანია უზრულველყოფს კაპიტალის მოზიდვას. ბანკებთანაც იყო კომუნიკაცია. პირველ რიგში ჩვენს მიერ ნაყიდ 300 მიკროავტობუსს გამოისყიდის, ეს მოხდება ივნისში. ამ თანხით ჩვენ ისევ შევისყიდით ახალ 300 მიკროავტობუსს. პარალელურად კომპანია ყიდულობს 400 მიკროავტობუსს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Businesspartner