საზოგადოება
21/12/2021

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში ახალშობილზე ერთჯერად დახმარებას ზრდის

თბილისის მერია 2022 წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერად დახმარებას ზრდის. 

პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.

პროექტის მიხედვით, პირველ და მეორე ახალშობილზე ისევ 500 ლარიანი ერთჯერადი დახმარება იქნება. მესამე ახალშობილზე, 300 ლარის ნაცვლად 800 ლარია გათვალისწინებული, მეოთხე ახალშობილზე 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარი, მეხუთე და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარი.