საზოგადოება
02/02/2022
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს კვლევებსაც დაუფინანსებს
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ძვირადღირებულ მედიკამენტებთან ერთად კვლევებსაც დაუფინანსებს.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თავის ტვინის ან ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
"ჩვენი პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ",- აღნიშნა კახა კალაძემ.