საზოგადოება
08/07/2020
თბილისის გარკვეულ ტერიტორიებზე ზონირების შეზღუდვა მოიხსნა
გენერალური გეგმის მიხედვით შეზღუდულ არეალებში ძველი ფუნქციური ზონირება დაბრუნდება, - თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.
დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.
თბილისის მთავრობის დღევანელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.