საზოგადოება
17/03/2021

თბილისის ბოტანიკურ ბაღს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

თბილისის ბოტანიკურ ბაღს ირინე დანელია უხელმძღვანელებს.

„ირინე დანელია გახლავთ ბოტანიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, მაღალი რანგის სპეციალისტი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად გამოადგება ბოტანიკურ ბაღს“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თამაზ დარჩია კი, რომელიც ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი იყო, თბილისის მერიის ეკოსერვისის სამსახურში გააგრძელებს მუშაობას.

Businesspartner