საზოგადოება
02/02/2023

თბილისი ენერჯი: მომხმარებლებს ის გადასახადი მიუვიდათ, რა ოდენობის გაზიც მოიხმარეს

2022 წლის განმავლობაში გაზის დანადგარებისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად თბილისში 12 ადამიანი გარდაიცვალა, 65 ადამიანმა კი ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღო. ჯამში, გასულ წელს, დედაქალაქსა და მის შემოგარენში, თითქმის 343 ათასი აბონენტი შემოწმდა, რის შედეგადაც 14 ათასზე მეტი აბონენტი ჩაიჭრა, რომელიც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იყო. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ დღეს წარადგინა.

როგორც „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, წინა წლებთან შედარებით, დარღვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და კლება ფიქრსირდება როგორც ინტოქსიკაციის, ისე გარდაცვალების მაჩვენებლებში.

გიორგი ლეფსვერიძე გაზის ხარისხზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დედაქალაქში გაზის ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება და ის მუდმივად მოწმდება გაზის ტრანსპორტირების კომპანის მიერ.

„რაც შეეხება მომხმარებლების პრეტენზიებს ზამთრის თვეებში მისულ გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში გაზის მოხმარება მუდმივად იზრდება და მომხმარებლებს ის გადასახადი მიუვიდათ, რა რაოდენობის გაზიც მოიხმარეს“, - განმარტავს „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022