საზოგადოება
23/03/2020
თავი შეიკავეთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან – ტბის ადმინისტრაცია
ლისის ტბის ადმინისტრაცია საზოგადოებას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში საზოგადოებას ლისის ტბაზე სტუმრობისგან თავშეკავებას ურჩევს ქვეყანაში COVID-19 ვირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
“შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.