საზოგადოება
24/11/2021

თამარ გაბუნიამ: 200 ლარიანმა წახალისებამ ვაქცინირებულების რაოდენობა გაზარდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა, თუმცა სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება. 

მისი თქმით, კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით ოდნავ შემცირდა. 

რაც შეეხება კოვიდვაქცინაციას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათი რაოდენობაც მცირედით იზრდება. 60 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის 200 ლარიანი წახალისება სტიმული აღმოჩნდა და ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინირებულების რაოდენობამ მოიმატა. 

"თუმცა, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინირებულების მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 35%-37%-ზე რჩება, რაც მცირეა და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს", -აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ცნობისთვის, 60 წლის ზემოთ პირები, რომლებიც აიცრებიან, 200 ლარიან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.