საზოგადოება
06/04/2021

თამარ გაბუნია: ვირუსის მატების ტენდენცია ასე თუ გაგრძელდება, მოგვიწევს შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც მაღალი მაჩვენებელია. დადებითობის მაჩვენებელი იმატებს, სიტუაცია ძალიან საყურადღებოა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოსავალია, ტესტირების გაფართოების პროგრამა, როგოც ბიზნეს გარემოში, ისე დასახლებულ პუნქტებში. აგრეთვე, დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება, მათ შორის პირბადის სწორად გამოყენებაზე და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა.

“საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკიუდრესად მნიშვნელოვანია ქორწილის და სხვა თავყრილობების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში, ეს ძალიან დიდი რისკია. თუ მატების ტენდენცია ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და მობილობის შემცირების გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს, ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ არ მოგვიხდეს მეტი შეზღუდვებისკენ დაბრუნება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.