საზოგადოება
17/05/2021

თამარ გაბუნია: ვიდრე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ვაქცინირებულთათვის ბენეფიტები დისკრიმინაციული იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. შესაბამისად, ვაქცინირებული ადამიანებისთვის პრივილეგიების მინიჭება დისკრიმინაციული ხასიათის იქნება. 

“ძალიან კარგია, რომ აცრის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება შედარებით ჩამორჩება. ამ შემთხვევაში ის, რომ აცრილ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მეტი თავისუფლება, ეს გარკვეულწილად დისკრიმინაციული ხასიათის იქნება. ეს მოდელი ბევრმა გამოიყენა და ჩვენთანაც შესაძლებელია ამაზე ვიფიქროთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ქვეყანაში აცრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა მაინც უნდა შეგროვდეს. მნიშვნელოვანია ბენეფიტი არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. ვიდრე მოთხოვნა არ იქნება სრულად დაკმაყოფილებული და ვაქცინების რაოდენობა არ იქნება ქვეყანაში იმდენი, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს მისი დროულად მიღების შესაძლებლობა, მანამდე ამ ტიპის ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, მასიური ვაქცინაციის კამპანია ივლისში დაიწყება. ამ ეტაპზე მასიური ვაქცინაციის ცენტრების მომზადება მიმდინარეობს, რადგან ის კლინიკური ინფრასტრუქტურა, სადაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია, საკმარისი არ იქნება. 

“გეგმის თანახმად, ვაქცინაციის მასიური კამპანია დაგეგმილია მესამე კვარტალში, ივლისში ჩვენ ვფიქრობთ, მეტად გაიშლება ვაქცინაციის პროცესი. ივლისი, აგვისტო, სექტემბერში იქნება ძალიან ფართო მოცვა. შემდეგ უკვე მეოთხე კვარტალი იქნება ის პერიოდი, როდესაც სრულად უნდა მოვიცვათ მოსახლეობა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023