საზოგადოება
09/02/2021

თამარ გაბუნია: ვაქცინის ჩატარებამდე ალერგიული მდგომარეობა შეფასდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის ჩატარებამდე ალერგიული მდგომარეობა შეფასდება.

„ალერგია რა თქმა უნდა არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა ჩატარდება. ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც არის დეტალურად განსაზღვრული შეკითხვები, რა უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ვაქცინების მწარმოებლებს თავისი საინფორმაციო პაკეტები აქვთ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

„საინფორმაციო პაკეტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის მდგომარეობიები, რასაც ყურადღება უნდა მოვაქციოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის.

„მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს. ისიც ამ ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

 

ფოტო: CNN

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022