საზოგადოება
04/11/2021

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაში ეკლესიის მხარდაჭერას ითხოვს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა, რომ ეს რთული გზა გაევლოთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში", - აცხადებს თამარ გაბუნია.