საზოგადოება
20/10/2021
თამარ გაბუნია: სკოლებში ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად მასწავლებლების 80%-ზე მეტი უნდა აიცრას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პედაგოგების 65%-მდეა ვაქცინირებული. თუმცა, სკოლებში ინფექციის გავრცელება რომ შეჩერდეს, სასურველია 80%-ზე მეტი იყოს აცრილი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე 150 სკოლა და 400-მდე კლასი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე.
"ბოლო პერიოდის მაჩვენებლებით, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ასევე 400-მდე ინდივიდუალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. დაბალი პროცენტია. კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას. ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო რეჟიმში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.