საზოგადოება
13/07/2021

თამარ გაბუნია: სასკოლო ბანაკები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას, რეგულაციების მოხსნის ფონზე, მაღალმა აქტივობებმა შეუწყო ხელი, როგორიცაა აქციები, ორგანიზებული სახის კონფერენციები, ბავშვთა ბანაკები, სპორტული და მსგავსი ტიპის ღონისძიებები. 

“კორონავირუსის 1500-ზე მეტი შემთხვევა საკმაოდ კრიტიკული ზღვარია იმისთვის, რომ ჩვენ ასე სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ უკვე სოციალური აქტივობები. ამდენად საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას. დღეს მთავარია ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. ვაქცინა არის ქვეყანაში, სამედიცინო სექტორის სრული მზაობაა. ვაქცინა, პირბადე და სოციალური დისტანცირება - ეს არის ჩვენთვის მთავარი გამოსავალი. 

რა თქმა უნდა არააუცილებელი ღონისძიებები, როგორიცაა სკოლების ბანაკი და ასეთი ტიპის ღონისძიებები, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, და ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023