საზოგადოება
11/05/2021

თამარ გაბუნია: საქართველოში ინდური შტამი არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი არ დაფიქსირებულა. 

რაც შეეხება კოვიდვაქცინების ეფექტურობას ახალ შტამებთან, განსაკუთრებით ინდურ შტამთან მიმართებაში, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ბაზარზე შემოსული ვაქცინები თანაბრად ეფექტურია, შესაძლოა გარკვეული მერყეობით. 

“ფაიზერმა“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალეფექტურია ყველა შტამთან მიმართებაში. სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული შესუსტება ეფექტურობის, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი, ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.