საზოგადოება
05/05/2021

თამარ გაბუნია: პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გაიზრდება, პიკი კი, მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს.

“მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოშ წესების დაცვა და სოციალური თავყრილობებისგან თავის შეკავება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, შრომის ინსპექტირების სამსახური ბიზნესს ყოველდღიურად აჯარიმებს, ქორწილების და დიდი ღონისძიებების ჩატარების გამო.

“ბევრი ადამიანის თავშეყრა გარდაუვლად იწვევს ეპიდემიის ხელშეწყობას“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ამასთან თამარ გაბუნია ხაზს უსვამს, რომ პირბადის გამოყენება 70%-მდეა გაზრდილი, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

“პირბადის გამოყენება 90%-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გავრცელება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.