საზოგადოება
13/07/2021

თამარ გაბუნია: Pfizer-ის ვაქცინას უახლოეს დღეებში ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო  Pfizer-ის ვაქცინას უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. 

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და ახლა გადამწყვეტია ვაქცინაციის პროგრამაში აქტიური ჩართულობა. ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია Sinovac-ის, Sinopharm-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები. 

“უახლოეს დღეებში მოსახლეობას ექნება საშუალება, Pfizer-ით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელიც გვაქვს -Sinovac, Sinopharm და AstraZeneca, არის დადასტურებული ეფექტურობის. ახლა თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კირიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო აქტიური ჩართულობისთვის, ვაქცინაციის პროგრამაში, რაც მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო გაფართოვდება მომდევნო დღეებში“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023