თამარ გაბუნია: პანიკის საფუძველი არ არის, სისტემა მზადაა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა "ომიკრონს" უკავშირდება. თუმცა, გაბუნიას თქმით, მისი მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში მსუბუქია ან საშუალო სიმძიმის, რაც ჯანდაცვის სექტორზე დაწოლას არ იწვევს.
"შემთხვევების მატების მიუხედავად, კლინიკურ სექტორში დრამატული მატება არ გვაქვს. მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებას და ახალ, დამატებით შეზღუდვებს ითხოვს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე. რასაც ჩვენ დღეს გავდივართ, იგივე გამოცდილება აქვს აფრიკის ქვეყნებს, სადაც პირველად მოხდა "ომიკრონის" აღმოჩენა, შემდეგ ბრიტანეთმა. ეს ყველაფერი მართვადია. პაციენტების უდიდესი ნაწილი უნდა დარჩეს ბინაზე. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სისტემა არის მზად. დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მართონ სიმპტომები, მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.