თამარ გაბუნია: პანდემიიდან გადავალთ ენდემიურ გავრცელებაზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პანდემია მწვავე ფაზის დასრულებისკენ მიდის.
"მსოფლიოს აქვს მოლოდინი, რომ პანდემიური მდგომარეობიდან ჩვენ გადავალთ ეპიდემიის ენდემიურ გავრცელებაზე, რასაც თავისი წესები დასჭირდება ქვეყანაში მისი შეკავებისთვის. ამ წესებს შორის ბუნებრივია პირველი იქნება ისევ ვაქცინაციის პროცესი, რადგან სტაბილიზაციის ფაზა შევინარჩუნოთ. საკმარისი იმუნური ფენა უნდა გვქონდეს, რაც მიიღწევა ვაქცინაციის შედეგად, ბუსტერდოზა ეფექტურია, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა იმუნიტეტზე ასევე მოქმდებს გადატანილი ინფექცია, მაგრამ ის შეიძლება მძიმე შედეგებით დასრულდეს. ამდენად, ისევ ვაქცინა რჩება ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი. სამომავლოდ ახალი შტამების გავრცელების რისკები არსებობს, რასაც თვალს ვადევნებთ და შესაბამისი რეაგიერბა გვექნება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.