საზოგადოება
13/07/2021

თამარ გაბუნია: ორჯერ ვაქცინირებულებში ვირუსის დადასტურება დაბალია, ლეტალობა არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ინფექცია ვრცელდება ბავშვებში. ამ ეტაპზე ქვეყანაში დელტა შტამის ლაბორატორიულად 72 შემთხვევაა დადასტურებული. არის რისკები, რომ ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს. 

მისი თქმით, გამოსავალია ვაქცინა. 

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს არის 0.3%. აქედან არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არცერთი ვაქცინა ინფექციისგან 100%-ით არ იცავს. თუმცა, ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ადამიანებს ლეტალური შემთხვევებისგან იცავს. 

“ორჯერ ვაქცინირებულებში ინფექციის განვითარების დაბალი მაჩვენებელია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო პერიოდში ისმის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რა აზრი აქვს აცრას, თუ ადამიანი მაინც დაინფიცირდება. ყველამ ვიცით ინფექციისგან არცერთი ვაქცინა არ გვიცავს, ინფიცირება შესაძლოა დაგდეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა, ეს არის ყველაზე დიდი დაცვა“,- აცხადებს თამარ გაბუნია.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023