საზოგადოება
18/01/2022

თამარ გაბუნია: "ომიკრონთან" ნუ გავთამამდებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ჰოსპიტლების რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა არ იზრდება. 

მისი შეფასებით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ვაქცინაცია. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, "ომიკრონის" მსუბუქ მიმდინარეობასთანაც არის გარკვეული მოსაზრებები, თუმცა სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ახალ შტამთან ფრთხილად იყვნენ და ნუ გათამამდებიან. 

"ომიკრონის" შედარებით მსუბუქ მიმდინარეობაზე გარკვეული მოსაზრებები არის, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ და ნუ გავთამამდებით იმის მოლოდინში, რომ "ომიკრონი" იქნება მსუბუქი. ის იქნება მსუბუქი, თუ პირი ვაქცინირებულია, სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ პირს თანხმლები დაავადებები აქვს, დიდი სიფრთხილეა საჭირო", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner