საზოგადოება
23/12/2021

თამარ გაბუნია: "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა იმედია ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება  

შესაძლოა, "ომიკრონის" საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა შეიქმნას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედს გამოთქვამს, რომ ის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. 

რაც შეეხება ვაქცინებს, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელმისაწვდომია, მინისტრის მოადგილის თქმით, მათ ვადა აპრილის დასაწყისში ამოეწურებათ. 

თამარ გაბუნია აქვე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელმა მოიმატა. დღიურად 13 000-14 000 ვაქცინაცია ტარდება. განსაკუთრებული მოთხოვნა "ფაიზერზეა". გაზრდილია მოთხოვნა ბუსტერდოზაზეც. 

"ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ დამატებითი დოზების მობილიზება მოხდეს, რომელთა ვადები ბუნებრივია იქნება მომავალი წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში", - აცხადებს თამარ გაბუნია.