საზოგადოება
05/03/2021

თამარ გაბუნია: კოვიდვაქცინა საქართველოში 22 მარტის კვირაში ჩამოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 22 მარტის შემდეგ შემოვა. კოვიდვაქცინაცია კი, მარტის ბოლოს დაიწყება.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინას კი, მაისის ბოლომდე ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს.

„დღეს სატელეფონო კონსულტაცია შედგა „ფაიზერის“ სათაო ოფისთან. ასევე „კოვაქსის“ წარმომადგენლებთან.

წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. მარტის ბოლომდე კი, „ფაიზერის“ მიმართულებით ვაქცინაციის პროგრამა დაიწყება.

ასევე გვაქვს სიახლეები „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. იუნისეფმა უკვე მიიღო დასტური „ასტრაზენეკასგან“ პირველი დოზების მოწოდებაზე, ანუ 129 600 დოზა მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ. პირველი ნაწილი მარტის ბოლომდე ჩამოვა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023