საზოგადოება
15/02/2021

თამარ გაბუნია: კოვიდმედიკამენტის ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია.

მისი თქმით, მედიკამენტმა ჯერ პირველი ფაზის კვლევა გაიარა.

„ჯერჯერობით ცოტა ადრეა მედიკამენტის ეფექტურობაზე საუბარი. პირველი ფაზის კვლევა გაიარა და ძალიან მცირე იყო ის ჯგუფი, სადაც ეს მედიკამენტი არის გამოცდილი. რა თქმა უნდა ვიცით, რომ მედიკამენტს მეტი გზა სჭირდება, ვიდრე რეალურად შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში, ამიტომ, ამ ეტაპე რეალურია ვაქცინა. სხვა ყველაფერი არის გამოცდის და მოლოდინის პერსპექტივაში“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყება.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022