საზოგადოება
12/10/2021

თამარ გაბუნია: კოვიდის შემთხვევების მატებას აცრების დაბალი მაჩვენებელიც უწყობს ხელს

ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა. დღეს დღიურმა მაჩვენებელმა 5 000-ს მიაღწია. 

ჯაბდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციის შემთხვევების ზრდას ხელს უწყობს მობილობა, აგრეთვე ვაქცინაციის დაბალი ტემპი. 

"დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა. გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა დღევანდელი ციფრი უჩვეულოდ მაღალი მატებაა. ამას დამატებით მოკვლევა მოჰყვება. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით მაინც დაბალი მაჩვენებელი, რადგან საკმარისი არ არის ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა, იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. 

"მათი პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ინფიცირება. იყო რამდენიმე შემთხვევა. საჯარო სკოლების დაახლოებით 2.2% გადავიდა ონლაინ რეჟიმზე. ჩვენთვის პრიორიტეტია, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს",- აცხადებს თამარ გაბუნია.