საზოგადოება
18/01/2021

თამარ გაბუნია: "კოვაქსის" პლატფორმაში 1,5 მლნ დოზა ვაქცინა შევუკვეთეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსის“ ფორმატში საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონ ნახევარი დოზა ვაქცინა აქვს შეკვეთილი, თუმცა მისი ერთბაშად მოწოდება არ მოხდება.

„კოვაქსის“ პლატფორმაში შეკვეთილი გვაქვს მოსახლეობის 20%-ისათვის , ეს არის მილიონ ნახევარი დოზა, თუმცა ამ დოზის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება, მოხდება ეტაპობრივად, დავუშვათ 50 000 დოზა პირველ ეტაპზე, შემდეგ მოვა დანარჩენი იქამდე, ვიდრე სრულიად არ ამოიწურება 20%. რაც შეეხება საწყის შემოტანას Pfizer-ისვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი. ვვარაუდობთ, დაახლოებით 20 000 დოზა ვაქცინას 10 000 სამიზნე ჯგუფისთვის, რაც იქნება ჯანდაცვის პროფესიონალები“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მოსახლეობის ვაქცინაცია თებერვალში დაიწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022