საზოგადოება
09/04/2021
თამარ გაბუნია: კომენდანტის საათის შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არსებული შეზღუდვების, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა.
“შემთხვევები იმატებს, აგრეთვე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი, 2%-ს გადავცდით, რაც საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება.
ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და ჩვენზე უფრო მკაცრი რეგულაციებია იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, რაც უკავშირდება ღამის საათებში შეზღუდვას, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.