საზოგადოება
01/02/2022

თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სექტორი "ომიკრონის" ზეწოლას უძლებს, პროცესი სრულად მართვადია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ, "ომიკრონი" უფრო მსუბუქია, ვიდრე კორონავირუსის წინა შტამები, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია სიფრთხილე და ომიკრონის დროს დიდი ყურადღებაა საჭირო თუ ადამიანი არ არის ვაქცინირებული, აქვს თანმხლები დაავადებები ან ხანდაზმულია.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ჯანდაცვის სექტორი "ომიკრონის" ზეწოლას უძლებს, როგორც ჰოსპიტალურ ნაწილში, ასევე პირველადი ჯანდაცვის ნაწილში.

"უამრავი ადამიანია დღეს ინფიცირებული, რომლებიც ბიანზე მკურნალობენ და ოჯახის ექიმის ზარს ელოდებიან. ოჯახის ექიმები მაქსიმალურად არიან ჩართულები, იღებენ ამ ზარებს და ასევე ცდილობენ ზედამხედველობა უფრო აქტიური იყოს ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ან მცირე ასაკობრივი ჯგუფის პირებში. პროორიტეტული, ამგვარი ზეწოლის პირობებში, სწორედ ასეთი ოჯახები არიან. დღესდღეობით პროცესი სრულად მართვადია" - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023