თამარ გაბუნია: ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა უნდა დარჩეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში რომელი დამატებითი შეზღუდვა დაწესდება, ეს იმაზეა დამოკიდებული, სად იქნება ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილი.
“თუ ეს არის სოფლად, მაშინ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, თუ ეს არის დიდ ქალაქებში, მაშინ სხვა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, დიდ ქალაქებში და ზოგადად, ყველაზე ეფექტური საშუალებაა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც ძალაში უნდა დარჩეს. შემდეგი ეფექტური საშუალებაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მოდიფიცირება, მგზავრთა ნაკადების კონტროლი. სოფლებში კი, ეფექტურია ადგილზე მოსახლეობის აქტიური ტესტირება.
რაც შეეხება ბაღებისა და სკოლების დახურვაზე გადაწყვეტილებას, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება.