საზოგადოება
29/06/2021

თამარ გაბუნია: დღეში 17 000 ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს

ჯანდაცვის სამინისტროს 2.5 მილიონი დოზა ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე კონტრაქტები უკვე გაფორმებული აქვს. ვაქცინის მოწოდება რამდენიმე დღეში დაიწყება. ივლისის ბოლომდე კი, ქვეყანაში მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება შემოსული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის 284 ბრიგადაა მობილიზებული, 1 ბრიგადის შესაძლებლობაა დღეში 60 აცრის ჩატარება. დღიურად, ჯამში 17 000 ვაქცინაციის ჩატარებაა შესაძლებელი.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ბრიგადების რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.

“გააქტიურდება ვაქცინაციის ცენტრები. უკვე მოქმედებს “ჰუალინგის“ ვაქცინაციის ცენტრი. ასევე კონსულტაციები მიმდინარეობს დიდ მოლებთან, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო და პროცესში ჩართული კლინიკები გამართავენ ვაქცინაციის ცენტრებს, იმისთვის, რომ ჩვენ თვეში სულმცირე 1 მილიონი მოქალაქის ვაქცინაცია მოვახერხოთ და დროზე მივიღოთ კარგი მოცვა მეოთხე ტალღის თავიდან აცილებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023