საზოგადოება
12/10/2021
თამარ გაბუნია: დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეპიდვითარებიდან გამომდინარე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გამორიცხავს.
"ამას მეხუთე ტალღასაც ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენ ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით. არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ ისევ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და რაც მთავარია გააქტიურდეს ისევ ვაქცინაციის პროცესი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა. დღეს მაჩვენებელმა 5 000-მდე მიაღწია.