საზოგადოება
24/11/2021

თამარ გაბუნია: ანტივაქსერების ჯგუფი საბედნიეროდ დიდი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ ქვეყანაში ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა საჭიროა იმ ჯგუფთან, რომლებიც ვერ ჩამოყალიბდნენ გაიკეთონ თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამისთვის საჭიროა კამპანია და ფინანსური წახალისება. 

"ანტივაქსერების ჯგუფი საბედნიეროდ დიდი არ არის, ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. ჯგუფი, რომელიც არცერთ შემთხვევაში ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის დიდი. ესეც გარკვეულწილად ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელია. მაგრამ, ჩვენ დღეს მუშაობა გვჭირდება იმ ჯუგფთან, ვინც ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა და ვაქცინის გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს. ვაქცინაციას წაახალისებს დადებითი კამპანია, რომელიც მიუთითებს ვაქცინაციის სარგებელზე", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.