საზოგადოება
20/10/2021
თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის საჭიროება არ არის
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საველე ჰოსპიტლის საჭიროებას ვერ ხედავს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი 9000-მდე საწოლითაა მობილიზებული. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ თითქმის 1 მილიონი მოქალაქე ვაქცინირებულია და ინფიცირების შემთხვევაში მათი ჰოსპიტალიზაციის ალბათობა ძალიან დაბალია.
"ამდენად, ეს მოგვცემს საშუალებას, არსებული რესურსით, რაც გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროში, გავიაროთ ინფექციის მატების პერიოდი. საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.