საზოგადოება
03/11/2021

თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. 

"მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა იმის აღსრულება, რაც დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა, რაც ჯანდაცვის სექტორში არ დაადასტურეს.