საზოგადოება
21/04/2021
თამარ გაბუნია: აღდგომა გამოწვევა იქნება, გთხოვთ ხალხმრავლობას თავი ავარიდოთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მოქალაქეებს მოუწოდებს, სააღდგომოდ რეგულაციები დაიცვან და ხალხმრავლობას თავი აარიდონ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია რთულდება და ბიზნესი შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას ვეღარ გადაიტანს.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპიდემია დიდი გამოწვევაა. ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები, რაც საშუალებას მოგვცემს მაისში თავი ავარიდოთ შემთხვევების შემდეგ ესკალაციას, და გავაგრძელოთ ჩვეული ბიზნეს და სოციალური საქმიანობა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.