თამარ გაბუნია: 2022-დან ახალი ტალღაა მოსალოდნელი, აუცილებელია 60 წლის ზემოთ პირების აცრა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია პროგნოზირებს, რომ 2022-დან, ახალი წლის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის მე-5 ტალღა იქნება, რასაც 60 წლის ზემოთ პირები მომზადებულები, ანუ ვაქცინირებულები უნდა შეხვდნენ.
მისი განცხადებით, ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობაც 60 წლის ზევით პირებში ფიქსირდება. ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელიც სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია.
“რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, მოკლე დროში ბევრი მოქალაქე მოვიცვათ, მაგრამ, პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, უფრო მეტად მიმართული იქნება 60 წლის ზემოთ პირებზე, რადგან შემდეგი ტალღა რეალურად კრიტიკულად საშიში იქნება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ჩვენ ახლა არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას.
ვერასდროს გამოვრიცხავთ, სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს. კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის და ცვლილებების პირობებში, რა თქმა უნდა ზოგადად მოლოდინია, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღა იყოს, ამისთვის მაქისმალურად მზად უნდა ვიყოთ. ახალი ტალღა მოკლე მომავალში არ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ, ახალი წლის შემდეგ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.